Wednesday, May 4, 2016

პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად დააწკაპეთ ამ ბმულზე

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს მოვაწესრიგე ჩემი პორთფოლიო. ყველა დოკუმენტზე გამზადებული პორთფოლიო  ავტვირთე  გუგლის დისკზე. გავუზიარეთ ერთმანეთს გეგმები და მოსაზრებები.ტრენინგი ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა. ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი ხომასურიძეს. 

Tuesday, May 3, 2016

მერვე ტრენინგ დღე

მერვე ტრენინგ დღეს მე დავასრულე პრეზენტაციაზე  მუშაობა. თვალი გადავავლე ჩემს საქაღალდეს. ჩემს მიერ მოძიებული მასალებს მივუჩინე თავისი ადგილი, მოვაწესრიგე თითქმის ყველა მასალა. ძალიან კარგი გამოვიდა და კმაყოფილი ვარ.  

Monday, April 25, 2016

მეშვიდე ტრენინგ დღე

მეშვიდე ტრენინგ დღეს გავეცანით პრეზენტაციის  შაბლონს, მოვიძიეთ ინტერნეტში პრეზენტაციის  მოსამზადებელად  საჭირო ფოტო, ვიდეო მასალა, ინტერნეტ მისამართები გადავიტანეთ ციტირებული დოკუმენტებში და დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.  

Wednesday, April 20, 2016

მეექვსე ტრენინგ დღე

მეექვსე ტრენინგ დღეს ჩვენ გავწერეთ  პრზენტაციის  სამოქმედო გეგმა. გავეცანით დროის მენეჯმენტს, გავწერეთ ჩვენი პროექტი. დროში დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას. შევიმუშავეთ სპეციალური საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.

Monday, April 18, 2016

მეხუთე ტრენინგ დღე

მეხუთე ტრენინგ დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე, გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების  გეგმის ნიმუშებს, ვიმსჯელეთ და  გავარჩიეთ თითოეული. შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა. აღვწერეთ შეფასების  ინსტრუმენტები.

მეხუთე ტრენინგ დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რაშიც დიდი წვლილი ტრენერს,ბატონ გიორგის მიუძღვის.

Thursday, April 14, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დავიწყეთ შეფასებების ინსტრუმენტებზე მუშაობა. შევარჩიე ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც დამეხმარება წინარე ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა  საჭიროებების დადგენაში. ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს. 

Monday, April 11, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღეს უკვე განვსაზღვრე პროექტის აქტუალობა და ამ თემის გარშემო დავიწყეთ მუშაობა. განვსაზღვრე თემის მიზნები და ამოცანები. ჩამოვაყალიბე სასწავლო მიზნები. საგნობრივი სტანდარტი მივუსადაგე ჩემს არჩეულ თემას. დღემ საკმაოდ  ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.   

Friday, April 8, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

განვიხილე და გავეცანი პროექტებით სწავლების თავისებურებებს. ვიმუშავე საპროექტო თემების შერჩევაზე. ჩამოვაყალიბე ჩემი  საგნის თემა. განვიხილე  ინტელის  სახელმძღვანელო. შევქმენი პორტფოლიო. საინტერესო და ნიჭიერი ტრენერის წყალობით ვფიქრობ ეს ტრენინგი არ გამიჭირდება და საინტერესო პროექტსაც შევქმნი.