მეშვიდე ტრენინგ დღეს
გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს, მოვიძიეთ
ინტერნეტში პრეზენტაციის მოსამზადებელად საჭირო ფოტო, ვიდეო მასალა, ინტერნეტ მისამართები
გადავიტანეთ ციტირებული დოკუმენტებში და დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.
Monday, April 25, 2016
Wednesday, April 20, 2016
მეექვსე ტრენინგ დღე
მეექვსე ტრენინგ დღეს
ჩვენ გავწერეთ პრზენტაციის სამოქმედო გეგმა. გავეცანით დროის მენეჯმენტს, გავწერეთ
ჩვენი პროექტი. დროში დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას. შევიმუშავეთ სპეციალური
საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.
Monday, April 18, 2016
მეხუთე ტრენინგ დღე
მეხუთე ტრენინგ დღეს
ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე, გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების გეგმის ნიმუშებს, ვიმსჯელეთ და გავარჩიეთ თითოეული. შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი
შეფასების გეგმა. აღვწერეთ შეფასების ინსტრუმენტები.
მეხუთე ტრენინგ დღე
საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რაშიც დიდი წვლილი ტრენერს,ბატონ გიორგის მიუძღვის.
Thursday, April 14, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დავიწყეთ შეფასებების
ინსტრუმენტებზე მუშაობა. შევარჩიე ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც დამეხმარება წინარე
ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა საჭიროებების
დადგენაში. ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს.
Monday, April 11, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღეს უკვე განვსაზღვრე
პროექტის აქტუალობა და ამ თემის გარშემო დავიწყეთ მუშაობა. განვსაზღვრე თემის მიზნები
და ამოცანები. ჩამოვაყალიბე სასწავლო მიზნები. საგნობრივი სტანდარტი მივუსადაგე ჩემს
არჩეულ თემას. დღემ საკმაოდ ნაყოფიერად და
საინტერესოდ ჩაიარა.
Friday, April 8, 2016
პირველი მოდულის რეფლექსია
განვიხილე და გავეცანი
პროექტებით სწავლების თავისებურებებს. ვიმუშავე საპროექტო თემების შერჩევაზე. ჩამოვაყალიბე
ჩემი საგნის თემა. განვიხილე ინტელის
სახელმძღვანელო. შევქმენი პორტფოლიო. საინტერესო და ნიჭიერი ტრენერის წყალობით
ვფიქრობ ეს ტრენინგი არ გამიჭირდება და საინტერესო პროექტსაც შევქმნი.
Subscribe to:
Posts (Atom)